გაკვეთილის პორტფოლიო


გაკვეთილი ბუნებაში




გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  მარი მორჩილაძე
საგანი:  ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი/II
მოსწავლეთა რაოდენობა:  20
გაკვეთილის თემა:  შინაურ ცხოველთა ნაშიერები
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე გაეცნოს  შინაურ ცხოველთა ნაშიერებს, შეძლოს ზრდასრული ცხოველის და მისი ნაშიერის ამოცნობა/დასახელება, მათ შორის მსგავსება/განსხვავების აღმოჩენა და შედარება; ამოიცნოს და აღწეროს ორგანიზმის ძირითადი ნაწილები და მისი დანიშნულება. შეძლოს ცხოველთა მახასიათებელი ხმიანობის ამოცნობა/დასახელება. გააცნობიეროს ადამიანისათვის შინაური ცხოველის მნიშვნელობა.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხი

მთელი კლასი

2 წთ
2
მოტივაციის შექმნა
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და ურიგებს გამოცანებს ცხოველებზე, მიღებული პასუხებიდან გამომდინარე მოსწავლეები ფერადი ქაღალდების მოზაიკას აწებებენ და იღებენ მათთვის მიცემული დავალების შესაბამის გამოსახულებას (თუ მოსწავლეები პასუხს ვერ გამოიცნობენ, შესაძლებელია მოზაიკის აწყობით მივიდნენ პასუხამდე). მოზაიკის ერთ მხარეს გამოსახულებაა, ხოლო  მეორე მხარეს ამ ცხოველის დასახელება მიიღება.
პრაქტიკული სავარჯიშო
ჯგუფური
გამოცანები
ფერადი ქაღალდები (ფერად ქაღალდებზე ამობეჭდილია ცხოველთა გამოსახულება, რომელიც დაჭრილია იმდენ ფრაგმენტად, რამდენი ასობგერაცაა ამ ცხოველის დასახელებაში),
წებო
5 წთ
3
წინარე ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ და დაასახელონ მათთვის ნაცნობი  შინაური ცხოველები და მათი ნაშიერები.  პასუხები შეაქვს ცხრილში დაფაზე;
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს იმსჯელონ,  რა მსგავსება და განსხვავებაა ზრდასრულ ცხოველსა და მის ნაშიერს შორის;
რა აუცილებელი პირობებია საჭირო ორგანიზმის ზრდა/განვითარებისათვის.
დისკუსია,
გონებრივი იერიში
მთელი კლასი,
ინდივიდუალური
დაფა,
ცარცი
5წთ
4
ცოდნის კონსტრუირება/
შინაარსის გაღრმავება
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებაზე, ორგანიზმების აგებულებასა და თავისებურებებზე, ამახვილებს ყურადღებას ორგანიზმების ძირითად ჯგუფებზე, მათ მახასიათებლებსა და ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებზე.  ადამიანისათვის შინაური ცხოველის მნიშვნელობაზე. სვამს კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობის შესანარჩუნებლად.
ახნა-განმარტება,
გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ბუკი,
კლასის მართვის პროგრამა elearning,
პრეზენტაცია
7წთ
5
წუთშესვენება



1წთ
6
გამთლიანება/რეფლექსია
მასწავლებელი მოსწავლეებს ბუკის მეშვეობით უგზავნის ცხრილს, სადაც არეულია ცხოველების და მათი ნაშიერების სურათები. ავალებს დააწყვილონ ზრდასრული ცხოველი და მისი ნაშიერი და მიუწერონ სახელი
პრაქტიკული სამუშაო,
სწავლა კეთებით
ინდივიდუალური
ბუკი,
კლასის მართვის პროგრამა elearning,
დავალება Word-ის ფაილში
6წთ
7
ცოდნის განმტკიცება
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს ცხოველთა გამოსახულებით. ავალებს იმსჯელონ ჯგუფებში და
ამოიცნონ:
1.      ბარათზე გამოსახული ცხოველი;
2.     რა ჰქვია მის ნაშიერს;
3.     ამ ცხოვველის ხმიანობა;
4.     რა ჰქვია მის საცხოვრებელს;
5.     სხეულის ძირითადი ნაწილები;
6.     რით იკვებება.
დავალების შემდგომ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას და კლასს წარუდგება იმ ცხოველის ხმიანობით, რომლის შესახებაც ამ ჯგუფს მოუწია მუშაობა. დანარჩენებმა უნდა ამოიცნონ რომელი ცხოველის ხმიანობაა ეს
თანამშრომლობითი სწავლება,
როლური თამაში,
დემონსტრირება
ჯგუფური,
ინდივიდუალური
ბარათები ცხოველთა გამოსახულებით
10წთ

(5წთ + 1X5 წთ)
8
რეფლექსია
მასწავლებელი მოსწავლეებს ბუკის მეშვეობით უგზავნის საიტის ბმულს, სადაც მოცემულია გასაფერადებელი ცხოველების სურათები. მოსწავლეები მასწავლებლის ინსტრუქციით ირჩევენ და აფერადებენ მათთვის სასურველი ცხოველების გამოსახულებას.
პრაქტიკული საქმიანობა
წყვილებში
ინდივიდუალური
კლასის მართვის პროგრამა elearning,
ინტერნეტი
 საიტი  http://kids.ge/
(გასაფერადებელი ცხოველების სურათები)
5წთ
9
შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის ბუკში სახალისო ტესტს პრეზენტაციის სახით. მოსწავლეები ამოიცნობენ სავარაუდო პასუხებს პრეზენტაციაში დასმულ კითხვებზე.
სახალისო ტესტირება
ინდივიდუალური
კლასის მართვის პროგრამა elearning,
პრეზენტაცია
ყურსასმენები
2წთ
10
საშინაო დავალება
მოიძიონ ინფორმაცია სხვა ცხოველებსა და მათ ნაშიერებზე, მათ საარსებო პირობებსა და კვება/განვითარებაზე.



2წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის  სხეულის ძირითად   ნაწილების აღწერა.
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;

·      ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;

ბუნ.II.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის  თვისება.
·         ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის  ან საფარველის ცვლილება).

ბუნ.II.3.მოსწავლს შეუძლია ადვილად დაკვირვებად  მოძრაობებ  აღწერა.
·         აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);

ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
·           ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს და მოზაიკას;

ს.გ.II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
·           ადეკვატურად შეარჩევს ობიექტის ფერს;

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
1.     სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

გამჭოლი კომპეტენციები  - ციფრული წიგნიერება
2.  ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება
2.2.   აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას, შეარჩევს და უსაფრთხოდ იყენებს მას
      ასრულებს მოქმედებებს ფანჯრებზე, ხსნის/ხურავს პროგრამებს და ირჩევს ბრძანებებს სხვადასხვა მოქმედების შესასრულებლად
     ახდენს საგანმანათლებლო თამაშებში ნავიგაციის უნარის დემონსტრირებას

შეფასება:
მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან ერთვის (დანართი6)

გამოყენებული რესურსის ბმულები (დანართი 7)

ხელმოწერა:  მ. მორჩილაძე

თარიღი:  05/04/2018

No comments:

Post a Comment